ჩურჩხელის შესახებ ისტორია და კულტურა

ჩურჩხელა არის უძველესი და უნიკლური ტრადიციული ქართული ტკბილეული. ძაფზე ასხმული ნიგვზის ან თხილის მარცვლები ამოვლებულია ფქვილით შესქელებულ ბადაგში, რომელსაც 1-2 საათი დუღილი სჭირდება. ბადაგს ამზადებენ ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან. აღმოსავლეთ საქართველოში ხორბლის ფქვილით შესქელებულ ბადაგს თათარას უწოდებენ, ხოლო დასავლეთ საქართველოში ბადაგის შესქელებისთვის გამოიყენება სიმინდის ფქვილს რასაც ფელამუში ეწოდება. გამოირჩევა მაღალკალორიულობით და ინახება მშრალ ადგილას 8-10 თვე. ჩურჩხელა განსაკუთრებით პოპულარულია საახალწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში.